საერთაშორისო წესრიგი და სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს — სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიების მიხედვით იღებენ

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ, გამოეხმაურა. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას რიგი სახელმწიფოების მხრიდან შეშფოთება არ მოყოლია:
,, არ მახსენდება, რომელიმე დიდ ან პატარა ქვეყანას შეშფოთება გამოეხატოს მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მოსამართლეები სანქცირებულნი გახდნენ.” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უსამართლობა და ორმაგი სტანდარტები ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ამავე ქვეყნებს:
“ეს განცხადება ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო წესრიგი და სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს — სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიების მიხედვით იღებენ. არ მახსენდება, რომელიმე დიდ ან პატარა ქვეყანას შეშფოთება გამოეხატოს მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მოსამართლეები სანქცირებულნი გახდნენ.
როდესაც ცალკეული სახელმწიფოები ასეთ აშკარა უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტებს იყენებენ, ადრე თუ გვიან ბუმერანგის პრინციპით თავადაც წააწყდებიან იმავე პრობლემას.” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა