ჩინეთი 6 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთი 6 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უვიზო რეჟიმი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებისთვის.
უვიზო რეჟიმით სარგებლობას ამ ქვეყნის მოქალაქეები დეკემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე შეძლებენ. პირობების თანახმად, ისინი საქმიანი ან სამოგზაურო ვიზიტებით ჩინეთში ჩასვლას 15 დღის ვადით შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ