ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტს 7,2%-ით გაზრდის

ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტს 7,2%-ით გაზრდის. აღნიშნული ინფორმაცია 5 მარტს ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო სესიისას დაადასტურა. ამის მიუხედავად, 2024 წელს -ს სამხედრო ბიუჯეტი ჩინეთის გაზრდილ ბიუჯეტზე მაინც სამჯერ დიდი იქნება. 2024 წელს ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 1,6 ტრილიონი იუანი, იგივე 230 მილიარდი დოლარი იქნება.
პარლამენტის სესიის სპიკერმა ლოუ ჩინჯიანმა თქვა, რომ ჩინეთი თავისი სამხედრო ბიუჯეტის ზრდის მოტივად ასახელებს მიზანს, რომ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები.
ამას გარდა, ჩინეთის პარლამენტში გაჟღერდა მიზანი, რომ 2024 წელს ჩინეთის მშპ 5%-ით გაიზარდოს.
ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტის ზრდა რეგიონში საფრთხისშემცველია იაპონიისთვის, ტაივანისა და ფილიპინებისთვის.