ჩინეთი ყველაზე ძველ და მასშტაბურ, მეორმოცე ყინულის ფესტივალს მასპინძლობს – ქალაქ ჰორბინში წელიწადის ამ დროს მილიონობით ტურისტი იკრიბება

ჩინეთი ყველაზე ძველ და გრანდიოზულ, მეორმოცე ყინულის ფესტივალს მასპინძლობს. ქალაქ ჰორბინში წელიწადის ამ დროს მილიონობით ტურისტი იკრიბება.
საფესტივალო ტერიტორია 810,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ყინულის კოშკების და ფიგურების ასაგებად სკულპტორები 250,000 კუბურ მეტრ ყინულს და თოვლს იყენებენ.
ფესტივალი მსოფლიოს 4 ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს შორის არის დასახელებული და ყოველწლიურად იანვარ-თებერვალში ტარდება, წლიდან წლამდე კი მის მიმართ ინტერესი და პოპულარობა სულ უფრო იზრდება.
წელს ფესტივალს ყოველდღიურად 30 000 ვიზიტორი სტუმრობს. თხილამურებით და ციგურებით სრიალი, ყინულის ჰოკეი, ფეხბურთი, თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები, რომელშიც 12 ქვეყნის 50 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
თოვლის და ყინულის სამყარო სტუმრებს თებერვლის ბოლომდე უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით