ჩინეთის ხელისუფლება 15 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის, ჩვეულებრივი საერთაშორისო პასპორტის მფლობელი პირებისთვის 30-დღიან საცდელ უვიზო რეჟიმს შემოიღებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გუო ჯიაკუნმა განაცხადა.
„ჩინურმა მხარემ გადაწყვიტა, გააფართოოს იმ ქვეყნების წრე, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ უვიზო შემოსვლის უფლება. 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 14 სექტემბრამდე ჩვეულებრივი პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ორი სახელმწიფოს მეთაურების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები განვითარების მაღალ დონეს ინარჩუნებს.




