ჩინეთი კამბოჯისა და ტაილანდის ხელისუფლებებს მოუწოდებს, კონფლიქტი „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი კამბოჯისა და ტაილანდის ხელისუფლებებს მოუწოდებს, კონფლიქტი „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ.
ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლებს შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას მიესალმება.
„ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე დაიწყებს ქმედებებს ხალხების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, დაიცვან მშვიდობა და გამოიჩინონ თავშეკავებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მალაიზიაში სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ.
24 ივლისს, ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების გამო, რომლის დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და სასაზღვრო ტერიტორიებიდან 200 000-მდე პირი იძულებით გადაადგილდა.