„ჩინეთი ვერ ამოავსებს იმ ინვესტიციებს, რომელიც ევროპიდან მოდის“ – ეკონომისტი

რამდენად ხელსაყრელია საქართველოსთვის ჩინეთის პარტნიორობა და ჩაანაცვლებს თუ არა ის ევროპელს ინვესტორებს, ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
გიორგი პაპავამ ტოპ-5 ინვესტორი ქვეყანა დაასახელა, რომლებიც საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებდნენ. ესენია:
გაერთიანებული სამეფო 31%-იანი წილი;
ნიდერლანდები 16%;
ამერიკა -8%,
ესპანეთი 7%;
თურქეთი 7%.
თუმცა, ეკონომისტის თქმით, მიმდინარე კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან ფარდობა -45%-ს შეადგენს.
„რეალურად, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთს განიხილავს. მოხვდება თუ არა ხუთეულში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დროის საკითხია, მითუმეტეს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ჩინელი ინვესტორის შემოსვლა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. დამატებით კითხვებს იწვვევს ის თუ რა ფორმის ურთიერთობა გქვენება მათთან პორტის მშენებლობის დროს.
ძალიან ნეგატიური გამოცდილება არსებობს საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც მჭიდრო კონკრეტული სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში სხვადასხვა ფორმით შემოდიან ჩინელი მოთამაშეები.
ჩინეთი ვერ ამოავსებს იმ ინვესტიციებს, რომელიც მოდის ევროპის კავშირიდან. შეიძლება ჩინეთიდან მცირედით გაიზარდოს, მაგრამ რეალურად ეს ჩვენვის არაფრის მომცემი იქნება“ – აღნიშნა ეკონომისტმა.
ცნობისათვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 566.4 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. საქსტატის ინფორმაციით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

ასევე დაგაინტერესებთ