ჩინეთი ევროკავშირისა და აშშ-ისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ პირობებში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკა ორმაგი სტანდარტია

ჩინეთი ევროკავშირისა და -ისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ პირობებში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკა ორმაგი სტანდარტია
ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი; როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკას, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია.
„რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პირადად მის მიმართ პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ის დადებით წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის თემას, ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რეალურად, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი.
როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგამს ჩვენი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა არის კონტრპროდუქტიული იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები ჩვენსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მ.
Previous: ნატო-ს ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ეტაპზე გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას