ჩინეთის ხელისუფლებამ იშვიათი მიწიერი ლითონები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა

ჩინეთის ხელისუფლებამ იშვიათი მიწიერი ლითონები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და ამ სექტორის განვითარებას ზედამხედველობას ხელისუფლება გაუწევს. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დოკუმენტში.
ახალი წესები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ისინი ასევე ითვალისწინებენ სახელმწიფო საბჭოს მიერ იშვიათ მიწიერ ლითონებთან დაკავშირებული ახალი საინფორმაციო სისტემის შექმნას. კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ იშვიათი მიწიერი ლითონების მოპოვებაში, გადამუშავებასა და ექსპორტში, უნდა გახდნენ ამ სისტემის მონაწილეები და შექმნან საკუთარი ინსტრუმენტები ლითონის წარმოების მოცულობის ზუსტი აღრიცხვისთვის.
გასულ წელს ჩინეთის ხელისუფლებამ შემოიღო შეზღუდვები გერმანიუმის და გალიუმის ექსპორტზე, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ნახევარგამტარული პროდუქტების წარმოებაში, ასევე აკრძალა იშვიათი დედამიწის ლითონების მოპოვების ტექნოლოგიების ექსპორტი.
ჩინეთი მსოფლიოში არსებული იშვიათი მიწიერი ლითონების დაახლოებით 90%-ს აწარმოებს.