ჩინეთის საფრთხის ფონზე, ტაივანმა ჯარში სავალდებულო გაწვევის პროგრამა გაახანგრძლივა

ახალწვეულთა პირველმა ჯგუფმა ტაივანში ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური დღეს დაიწყო. ტაიპეის გადაწყვეტილებით, სავალდებულო გაწვევა დამატებით ოთხი თვით გახანგრძლივდა. ამის მიზეზი ტაივანის მთავრობის შეშფოთება გახდა, ჩინეთის მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხის გამო.
ანალოგიური განკარგულება ტაიპეიში 2022 წლის ბოლოს გამოიცა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დაიწყო ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა. პეკინმა დაგმო ტაიპეის გადაწყვეტილება და თქვა, რომ ტაივანის მთავრობა საკუთარ ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებს.
ჩინეთი ტაივანს თავის სეპარატისტულ პროვინციად თვლის. ბოლო ოთხი წელია, პეკინი კუნძულოვანი სახელმწიფოს გარშემო საჰაერო ძალების მისიებს თითქმის ყოველდღიურად აწყობს.
ტაივანი, რომელიც შეერთებული შტატების და დასავლეთის ქვეყნების ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს. მას საკუთარი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ