ჩინეთის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ს სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

ასევე დაგაინტერესებთ