ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს

რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.
„ჩინეთსა და რუსეთს უფლება აქვთ, რომ ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში ჩაერთონ. ასეთ თანამშრომლობაში ჩარევა ან მასზე ზეწოლა არ შეიძლება და ჩინეთი კრიტიკას ან ზეწოლას არ მიიღებს“, – განაცხადა მაო ნინგმა.
მაო ნინგი -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ კემპბელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თუ ში კონტროლს უფრო მეტ ტერიტორიაზე დაამყარებს, მაშინ, ეს ევროპაში ძალთა ბალანსს შეცვლის და გავლენას აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზეც მოახდენს.
„და ჩვენ ამას აღვიქვამთ არა მხოლოდ რუსეთის ქმედებებად, არამედ, ერთობლივ მოქმედებებად, რომელსაც მხარს ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უჭერს“, – აღნიშნა კურტ კემპბელმა.

ასევე დაგაინტერესებთ