ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა. აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო უწყების გვერდზე დღეს, 3 იანვარს გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა განვითარების დადებით მომენტს ინარჩუნებს“.
„სი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად არის პრეზიდენტთან იმუშაოს, რათა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს ტრადიციული მეგობრობა, გაღრმავდეს ორ მხარეს შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა, წინ წაიწიოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და მეტი სარგებელი იყოს ორივე ქვეყნის ხალხისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული ს ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.
ამ დროისთვის ჩინეთის გარდა ყაველაშვილს მიულოცეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს