ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და -ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვანგ იისა და ენტონი ბლინკენს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრა „გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული“ იყო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ენტონი ბლინკენთან ჩინეთის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები სხვადასხვა რეგიონული საკითხების, მათ შორის უკრაინის კრიზისისა და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გაცვალეს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვანგ იისთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ს მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ