ჩინეთის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან – ირაკლი ჩიქოვანი

“მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩინეთის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად, ხედავენ იმ დიდ მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია” ,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
“ჩვენ გავცვალეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში თანამშრომლობის თვალსაზრისით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩინეთის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად, ხედავენ იმ დიდ მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა განავითაროს შუა დერეფნის პოტენციალი, აუცილებლად ამ ყველაფერში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის,” – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
ჩინეთში ქართული ოცნების ხუთ დღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულებულია.