ჩინეთის პრემიერ-მინისტრი – ჩინეთი მზადაა, რუსეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გააძლიეროს

ჩინეთს რუსეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს. შესაბამისი განცხადება ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა ქალაქ ხანგჭოუში რუს კოლეგასთან, მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩინეთი მზადაა რუსეთთან განვითარების სტრატეგიების შესაბამისობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გააძლიეროს“, – განაცხადა ლი ციანმა.
ამასთან, ლი ციანმა მიშუსტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ჩინეთი და კარგი მეზობლები და კარგი პარტნიორები არიან“.
ცნობისთვის, ს პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი 4 ნოემბერს პეკინში გაემგზავრება, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.