ჩინეთის პრეზიდენტი ვიეტნამს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სი ძინპინის ვიზიტის დროს, მხარეები განიხილავენ, თუ როგორ განაახლონ ჩინეთ-ვიეტნამის ურთიერთობები, აქცენტს პოლიტიკურ უსაფრთხოებასა და პრაგმატულ თანამშრომლობაზე გააკეთებენ“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა აღნიშნა, რომ ჰანოიში სი ძინპინის ვიზიტი 12-13 დეკემბერს შედგება.
ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი ბოლოს ვიეტნამში 2017 წელს იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი