ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ ლიაოინაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, – ინფორმაციას Associated Press-ი ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ხელისუფლება პირობას დებს, რომ მიზეზებს გამოიძიებენ და დამნაშავეებს მკაცრად დასჯიან.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ადგილზე 22 სახანძრო მანქანა და 85 მეხანძრე იყო მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება