უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს მისი მოქალაქეების მონაწილეობის გამო, ჩინეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, – ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებინისმა მა შენკუნს განუცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში და ჩინური კომპანიების მონაწილეობა რუსეთში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პარტნიორობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა ასეთი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჩინურ მხარეს გადასცეს, დიპლომატებმა კი პეკინს მოუწოდეს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა მის აგრესიაში.
„ჩვენი სახელმწიფო აფასებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მოელის, რომ ჩინეთი თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც მომავალში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
