“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო

პსჟ-სთან სახლში ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურის წაგებულ მატჩში (2:3) შესანიშნავად გაისარჯა „მეცის“ მარცხენა გარემარბი გიორგი წიტაიშვილი. გატანილი ლამაზი გოლის გარდა გიო მთელი შეხვედრის მანძილზე გამორჩეული იყო და მის მეურვეობას უორენ ზაირ-ემერიმ თავი ვერ გაართვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართველი ფიზიკურადაც მოძლიერდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა.
წიტაიშვილი „მეცში“ ს „დინამოდან“ იჯარით გადავიდა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და თუ პროგრესირება გააგრძელა, უთუოდ კარგ კლუბში მოხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი „მეცის“ მწვრთნელმა სტეფან ლე მინიანმა გააკეთა: „ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ერთი თუ ორი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით მესამე გაშვებული გოლისას. მეტოქე ბოლო ნახევარ საათში ვანერვიულეთ და ფრესთან ახლოს ვიყავით. ამისათვის კიდევ რამდენიმე წუთი გვჭირდებოდა. უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. ეს შემართება სეზონის მეორე ნახევარში უნდა შევინარჩუნოთ. „ბრესტთან“ და „ოსერთან“ შეცდომები დავუშვით, მაგრამ უკვე დადებით ძვრებს ვხედავ.
რას ვფიქრობ გიორგი წიტაიშვილზე? კარგ ფორმაშია. რამდენჯერმე მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, სადაც ნაკლებად ეფექტური იყო, მაგრამ პარიზელებთან მაქსიმ კოლინთან ერთად ურთიერთმოქმედებისას ჩინებული გახლდათ. მისი ფრთიდან მოწინააღმდეგის კარზე ბევრი იერიშის მიტანა შევძელით, ის საკვანძო ფეხბურთელი იყო, საჯარიმოში ბევრჯერ ჩააწოდა ბურთი და ლამაზი გოლი გაიტანა. დიდებულად ითამაშა“.
წიტაიშვილი 85-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა, რომელმაც დრიბლინგებით თამაში გაამწვავა და აშკარად უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში – “მეცი” “ბრესტთან” დამარცხდა
წიტაიშვილის 68 წუთი და “მეცის” ზედიზედ მესამე წაგება
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” სახლში “რენთან” დამარცხდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა – რა შანსი გაუშვეს ხელიდან
რა შემთხვევაში შევლენ “მეცთან” კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე – Le Parisien-ი განმარტავს