ჩილეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ჩილეს სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის მატარებელი საცდელ რეისს ასრულებდა, როდესაც კერძო სარკინიგზო კომპანიის სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.
„ჩვენ გამომწვევი მიზეზები უნდა დავადგინოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ჩილეს ტრანსპორტის მინისტრმა, ხუან კარლოს მუნიოსმა.
ავარიის მიზეზის დასადგენად ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.