ჩვენ FARA-ს ზუსტ თარგმანს ვაინიციირებთ, რომელიც განხილვების შედეგად მოერგება ქართულ რეალობას, იმისათვის, რომ ქვეყანაში შავი ფული არ შემოვიდეს

ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგის შექმნის წინაპირობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ქართული კანონი, რომელიც უცხოური თანხების საქართველოში შემოდინების გამჭვირვალობას ეხებოდა, ქვეყნის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
შესაბამისად, როგორც დეპუტატი აცხადებს, ქართულ რეალობას მორგებული FARA-ს ანალოგი, წინ აღუდგება ქვეყანაში უცხოური ფულის არალეგიტიმური მიზნებისთვის შემოსვლას.
„ის გამჭვირვალობა, რომელიც ჩვენი კანონის თანახმად გვინდოდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, საკმარისი არ არის ყველა იმ უცხოური თანხის წარმომავლობის განსახილველად და საზოგადოების სამსჯავროზე გამოსატანად, რაც რეალურად არსებობს.
ჩვენ FARA-ს ზუსტ თარგმანს ვაინიციირებთ, რომელიც განხილვების შედეგად მოერგება ქართულ რეალობას, იმისათვის, რომ არ მოხდეს ქვეყანაში არც შავი ფულის შემოსვლა და არც ნებისმიერი თანხის არალეგიტიმური მიზნებით გამოყენება,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს