“ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინასა და მთელ ევროპაში საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა”

“ჩვენი მთავარი მიზანი სა და მთელ ევროპაში საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თითოეულმა შეხვედრამ ამ შედეგთან დაგვაახლოოს. გვესმის, რომ არ უნდა ველოდოთ, რომ პუტინი აგრესიას და დაპყრობის ახალ მცდელობებს ნებაყოფლობით შეცვლის. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა -სა და ევროპის, ასევე მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც სიცოცხლის უფლებასა და საერთაშორისო წესრიგს პატივს სცემს.
ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები – მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამისთვის და საბოლოოდ, საიმედო და ღირსეული მშვიდობისთვის მუშაობენ. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის წინ ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ევროკომისიის ლიდერებთან და NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. უკრაინა მზად არის რეალური ზავისთვის და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა” | წერს უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ. ის რამდენიმე წუთში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება. ევროპელი ლიდერები ამ წუთებში თეთრ სახლში მიდიან.