ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში, მათი მდგომარეობა დღეს ძალიან მძიმეა

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“, ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნას შეეხებოდა.
პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი არის ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი.
„ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“ და ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, რომ პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება,“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

არსებობდა რამდენიმე ახალგაზრდა ლიბერალი მწერალი, რომლებიც ჩვენთან არ შემოვიდოდნენ, პირველი იმიტომ, რომ ფანტასტიკურად ფინანსდებოდნენ და მეორე – მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო დიდი ქართული მწერლობის ისტორია

2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს- გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი [ხატი] ეგდო კიბეზე და ზედ ფეხებით დადიოდნენ