ჩვენ რასაც ვეძახით კორუფციას, ზოგიერთ ქვეყანაში ამას უწოდებენ ლობიზმს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ კორუფცია არ არსებობს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინას აქვს ძალიან დახვეწილი ანტიკორუფციული სისტემა, რომელიც ბევრი ელემენტისგან შედგება. ყველაზე დახვეწილი ანტიკორუფციული სისტემაა მთელ ევროპაში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნა. ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც ს მრავალი წლის განმავლობაში უყენებდნენ. ამის გამო უკრაინას არ ენდობოდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, მისი მმართველობის დროს დამტკიცდა ყველა ანტიკორუფციული კანონი და აღნიშნა, რომ „თითქმის ყველა რეფორმირებული ანტიკორუფციული უწყება დღეს დამოუკიდებელია“.
„ისინი მუშაობენ ჩვენდამი წაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უწყებები არ არის უნაკლო, არსებობს ბევრი პრობლემა. არსებობს სასამართლო სისტემა და რეფორმა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები, და ევროპა ითხოვდნენ ჩვენგან. ეს ყველაფერი გაწერილია. გაწერილია კონკრეტულ კანონებსა და გადაწყვეტილებებში. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ამის 99% შევასრულეთ. რაიმე თუ არ გაკეთებულა, ეს ნიშნავს, რომ ამაზეც ვმუშაობთ. მაგრამ, ზოგადად, ეს ყველაფერი არსებობს.
მე რომ ვთქვა, რომ ჩვენთან კორუფცია აღარ არის, ტყუილი იქნება. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ჩვენ გულწრფელად ვებრძვით კორუფციას. ჩვენს ციხეში ზის იგორ კოლომოისკი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი უკრაინელი ოლიგარქი და ვერავინ ვერასდროს უხერხებდა მას რამეს. აშშ-ს სურდა კოლომოისკის დაკავება და ისინი ძალიან შორს წავიდნენ ფულის გათეთრების გამო და ა.შ. არსებობს აშშ-ში კრიმინალური საქმეები, მგონი, დელავერში. ევროპამაც ვერაფერი მოუხერხა კოლომოისკის. ასე რომ, ჩვენი ბევრი რამ მოვახერხეთ ოლიგარქებთან დაკავშირებით. რუს ოლიგარქებს დაუწესდათ სანქციები, ზოგი გავაძევეთ, ზოგი თავად გაიქცა ქვეყნიდან, მაგრამ ყველა მათგანს სანქციები აქვთ დაწესებული. ზოგი მათგანი სამხედროებში გავცვალეთ, საუბარი მაქვს მედვედჩუკზე, რომლის ქალიშვილის ნათლია არის პუტინი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვებრძვით ყველაზე გავლენიან ოლიგარქებს, რომლებიც არსებობდნენ უკრაინაში და ჩვენ ამოვძირკვეთ ბევრნაირი კორუფცია. ცხადია, ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფცია არსებობს, მაგრამ ინსტიტუციურად, დარწმუნებული ვარ, უკრაინა ამას გადალახავს. უბრალოდ, ამას სჭირდება ცოტა დრო. ჩვენ რასაც ვეძახით კორუფციას, ზოგიერთ ქვეყანაში ამას უწოდებენ ლობიზმს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ კორუფცია არ არსებობს.
მოდით, მაგალითად მოვიყვანოთ დახმარება, რომელიც ომის დროს გადმოგვცეს. პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული, გარდა იმ ფულისა, რომელიც ომზე იხარჯება. ჩვენ მივიღეთ იარაღი აშშ-დან და ევროპიდან. მაგალითად თუ მოვიყვანთ ფულს, რომელიც მივიღეთ აშშ-დან, მთელი ომის პერიოდის განმავლობაში ეს არის დაახლოებით 177 მილიარდი დოლარი. გულწრფელები ვიყოთ – ჩვენ ამ თანხის ნახევარიც არ მიგვიღია. მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითი, არის ეს კორუფცია? ვისი კორუფცია? ეს არის მხოლოდ ერთი პატარა მაგალითი, როდესაც აშშ-მა დაიწყო იარაღის გადმოცემა უკრაინისთვის. ეს იყო ამერიკული ფული ამერიკული იარაღის შესაძენად. მე, როგორც პრეზიდენტს, მყავდა სატვირთო თვითმფრინავები, არა უკრაინაში, არამედ ომის გამო, ისინი სწრაფად გადავიყვანეთ ევროპაში. ჩვენ სატვირთო თვითმფრინავების კარგი ფლოტი გვყავს. მე ვიკითხე ამერიკულ მხარესთან, ვთხოვე შესაძლებელობა, რათა ჩვენი თვითმფრინავები იყოს სხვა აეროდრომზე. ვთხოვე ამერიკას, გამოგვეყენებინა ჩვენი თვითმფრინავები იარაღის ტრანსპორტირებისთვის, რათა ზედმეტი არ გადაგვეხადა. ვისთვის გადაგვეხადა? ამერიკული კომპანიებისთვის. არა, ეს შესაძლებელობა არ მომცეს. ჩვენი თვითმფრინავების ნაცვლად, იარაღი ამერიკული თვითმფრინავებით გადმოზიდეს, მაგრამ ყველგან უნდა დაგვეხარჯა ფული. ასე რომ, ჩვენ შეგვეძლო მეტი იარაღის მიღება, მაგრამ ამ ძვირად ღირებული საჰაერო ფლოტისთვის უნდა გადაგვეხადა ფული. ჩემი კითხვა შემდეგშია: ეს კორუფციაა თუ ლობიზმი? რა არის ეს?“ – აღნიშნა ზელენსკიმ, რაზეც ლექს ფრიდმანმა ჰკითხა: „ანუ, თქვენ გულსხმობთ კორუფციას ამერიკული კომპანიების მხრიდან?“
„დიახ, ამ გადაწყვეტილებების მიღებით. ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ლობიზმი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც იღებენ ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე არ შემიძლია, ღიად ვისაუბრო ამაზე და არ შემეძლო, ეს ხმამაღლა მეთქვა. მე არ მსურდა, გამომწევია რაიმე სკანდალი, რადგანაც აშშ-ს შეეძლო მხარდაჭერის გაყინვა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კორუფციაზე, ყოველთვის უნდა ვიკითხოთ, ვინ არის ამაში ჩართული. დამტკიცებული თუ გვქონდა 177 მილიარდი დოლარის დახმარება და მივიღეთ ამის ნახევარი, მეორე ნახევარი სად არის? მეორე ნახევარს თუ იპოვით, მაშინ იპოვით კორუფციასაც. კორუფციის აღქმა არსებობს. დონალდ ტრამპს და ილონ მასკს ნამდვილად ანაღვლებთ ეს საკითხები – კორუფციასთან ბრძოლა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პირველი არხი