ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთეს – უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში

ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში დეკემბრის ისტორიული სამიტისთვის მზადება დაიწყო. ამ წუთებში, ევროპის საქმეთა მინისტრები სამიტის დღის წესრიგთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გადიან.
სამიტის მთავარი თემა იქნება ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. 27 ქვეყნის ლიდერებმა, რეკომენდაციაზე თანხმობა უნდა გასცენ. ასევე, როგორც წინასწარ დღის წესრიგშია აღნიშნული, მინისტრები ისაუბრებენ ევროკავშირის მომავალზე, იგულისხმება ორგანიზაციის გეგმები სამომავლო გაფართოებაზე.
რა განწყობაა სამიტამდე ერთი თვით ადრე ევროპულ საბჭოში, ამაზე ევროკავშირის ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს:
“ჩვენ მივესალმებით კომისიის წინადადებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საჭირო პირობების შესასრულებლად და მივესალმებით, რომ კომისიამ ეს წინადადება გააკეთა. ვფიქრობთ, დასავლეთ ბალკანეთში გაფართოების პროცესი უნდა დაჩქარდეს. რაც შეეხება გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე, მას ფრთხილი განხილვა სჭირდება. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,” – აცხადებს უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში იანოს ბოკა.

ასევე დაგაინტერესებთ

უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით

BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს