ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს

ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ ორმაგი სტანდარტით, რომელიც არსებობს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ბოლო იარაღად ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა, რომლითაც ქართველ ხალხს აშანტაჟებენ.
„საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ოღონდ არა ისე, როგორც მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი – რაც მათთვის შეიძლება, თურმე ჩვენთვის არ შეიძლება. როდესაც გამოდიან და გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მომავალს და აფერხებს ევროინტეგრაციას, მარტივი კითხვა ხომ ისმის? რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი არგუმენტი და პასუხი არ მიგვიღია. უბრალოდ არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ქვეყანა და ხალხი დააზიანონ. ჯერ იყო და გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. ყველა ამ საკითხით ცდილობდნენ, ქვეყანაში დაპირისპირებისა და რევოლუციის მოწყობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს, რაც დარჩათ ხელში, ვიზალიბერალიზაცის თემაა და ამით აშანტაჟებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა მ.
მისივე განმარტებით, სანამ არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც.
„შვედეთის თუ დანიის პრემიერ-მინისტრი იყო, არ მახსოვს ზუსტად, უკრაინელ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს გამოვიდა და გააკეთა განმარტება, რომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ერთსა და იმავე სქესიანთა ქორწინება არ იქნება დაკანონებულიო. ბევრი კომპონენტია, თუნდაც ომის დაწყება. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ კაბინეტში და პრემიერს ემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსად წასულა. სანამ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს საფრთხე კვლავ არსებობს. არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ბევრჯერ ვთქვით ეს. ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს. მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენ ვიცით ორმხრივი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
Next: ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი-აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. შეხვედრაზე სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ და მჯერა, ჩემს გუნდთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები