ჩვენ თუ არ დავასრულეთ პირველი ფაზა ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ ძალიან გვიან იქნება

გახარიამ, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ თანმიმდევრულად მიყვებიან გეგმას, რომლის პირველი ფაზა ახალ წლამდე, ან -ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე უნდა დასრულდეს.
როგორც გახარიამ “ფორმულას” ეთერში განმარტა, თუ მათი გეგმა შტატების არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციამდე არ შესრულდება, მერე ძალიან გვიან იქნება.
“ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე, ეს ძალიან გვიან იქნება. ამიტომ ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ ინსტიტუტების.” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი თარგამაძის დამაზუსტებელ რეპლიკაზე, “ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებამდე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დავაზღვიოთ გარკვეული რისკები პერსპექტივაშიც, ამ ეტაპზევე ჩაბეტონდეს, მათ შორის, შტატებსა და ევროპაში ერთობლივი პოზიცია, პოლიტიკა საქართველოში ჩატარებული ს შედეგების უარყოფასთან მიმართებაში” – გიორგი გახარიამ უპასუხა: “რა თქმა უნდა, დიახ.”

ასევე დაგაინტერესებთ

სიტუაცია დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა, ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა

ერთადერთი გზა, რომ საკუთარ ჭკუაზე მომაქციონ, არის ჩემი განადგურება – ამ დღეშია ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე და მათ მინდა მხნეობა ვუსურვო, მათ ჰყავთ ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესს არასდროს უღალატებს

აქციაზე კუბო და მასზე მაცხოვრის გამოსახულება დაწვეს, ასეთი ქმედებები კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოებას. მსგავსი ფაქტები გვახსენებს ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდს

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საუბრისას არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები – თეა წულუკიანი ივანიშვილ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე