ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, ამით ყველაფერი ნათქვამია – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან ს მეგობრები. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მდივნის, თამარ გუგულაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„ზოგადად, სერიოზულად არ ვუყურებ ასეთ შეფასებებს. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხისგან ქართველი ხალხი კარგს არაფერს ელის, მით უმეტეს, რომ ჩვენ ნანახი გვაქვს რეზოლუციები, სადაც პირდაპირ ტყუილს და დეზინფორმაციას წერდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეს ტექსტები შედგენილი არის ლობისტების მიერ და აქ არის პოლიტიკური კორუფციის ეჭვი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ