,,ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა“ – მეუფე ზენონი აქციაზე მივიდა

მეუფე ზენონმა რუსთაველის გამზირზე განცხადება გააკეთა და თქვა:
“ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მითუმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს… თუ ჩვენ არ ვიქნებით, არც სამშობლო არ იქნება. თუ მომავალი თაობა არ იქნება, არც სამშობლო არ იქნება. მოწოდება არის ის რომ – ჩვენი, თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა, ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით – ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!”