ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, რობერტ ფიცო – ფულისთვის – ზელენსკი

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, ფიცო იბრძვის ფულისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფული სთვის იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და ს ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ეხმაურება.
მისი თქმით, პუტინთან ჩრდილოვანი შეთანხმებები ან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაა, ან პირადი სარგებლისთვის მუშაობა.
„ჩვენ მას შევთავაზეთ გადაწყვეტილებები სლოვაკებისთვის პოტენციურ კომპენსაციასთან დაკავშირებით – კონკრეტულად სლოვაკებისთვის – რუსული ტრანზიტისგან მიღებული ზარალისთვის, ასევე ტრანზიტის ალტერნატივები – ნებისმიერი სხვა გაზი, არა რუსული, ევროკომისიის მოთხოვნით. ჩვენ მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად. ფიცოს სლოვაკებისთვის კომპენსაცია არ სურდა და მას არ სურს ევროკომისიასთან თანამშრომლობა. რატომღაც მოსკოვი უფრო მომგებიანია. ევროპაში ყველას ესმის რატომ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს არ ესმოდეს“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?