ჩვენ ვებრძვით რუსულ იმპერიას, “ოცნება” უბრალოდ მაგათი მომსახურე ძალაა – ბესო სოლომანაშვილი

ჩვენ ვებრძვით რუსულ იმპერიას, “ოცნება” უბრალოდ მაგათი მომსახურე ძალაა – ამის შესახებ, გუშინ თბილისში მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე, რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა განაცხადა.
სოლომანაშვილი ამბობს, რომ ხალხი ივანიშვილის გუნდს ნელ-ნელა, მშვიდობიანად გააცილებს ამ ქვეყნიდან.
ეს არის დიდი ხნის დაჟინებული ბრძოლა, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ამას არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით რუსულ იმპერიას, ესენი უბრალოდ მაგათი მომსახურე ძალა არის. ერთი სული აქვთ, რომ რამე კონფლიქტი მოხდეს. მაგის სიამოვნებას ვერ მივცემთ. აქედან გამომდინარე მშვიდობიანად, ნელ-ნელა გავაცილებთ ამ ქვეყნიდან”, – განაცხადა სოლომანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”