ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ 2030 წლისთვის ბევრად უფრო წინ ვიყოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთ პირობებში აბსოლუტურად რეალური იქნება საუბრები ევროინტეგრაციაზე

ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ 2030 წლისთვის ბევრად უფრო წინ ვიყოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთ პირობებში აბსოლუტურად რეალური იქნება საუბრები ევროინტეგრაციაზე
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შევძლებთ იმ ტემპის შენარჩუნებას, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვაქვს აღებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ევროინტეგრაციის მთავარი წინაპირობაც არის ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს ქვეყნის ჩამოქცევის ფუჭი იმედები.
„ჩვენ ოპონენტებს ფუჭი იმედები აქვთ, რომ ქვეყანა ჩამოიქცევა. პირდაპირ საუბრობენ ამაზე, მათ შორის, საინტერესო რაც არის, არიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ბიზნესმენები, რომლებიც სუბიექტურად არიან, რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი, რომ ეკონომიკურად განვითარდეს ქვეყანა, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახება მათ ბიზნესინტერესებზე და ეს ბიზნესმენებიც კი ამ ტყუილებს უერთდებიან, იმიტომ რომ როცა ხარ „ნაცი“, გაქვს ერთადერთი მიზანი, შეიძლება შენი საკუთარი ბიზნესი ჩამოიქცეს, ოღონდ მთავარია, „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ასეთია „ნაცის“ მენტალიტეტი, ამას ვერაფერს უზამ. ეს არის მათი საქმე, ჩვენი საქმეა ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ამისთვის გვაქვს მათ შორის ვიზიტები, რომლებიც არის ყოველთვის კონკრეტული შედეგების მომტანი, როგორც ჩვენს სამეზობლოში, ასევე ზოგადად ფართო რეგიონში. გვინდა ცენტრალური აზიის, შუა აზიის მიმართულებით ასევე კიდევ უფრო მეტად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი.
ყველა მიმართულებით კეთდება ყველაფერი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად და ეს არის მთავარი ფაქტორი იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებს ეკონომიკური თვალსაზრისით. როცა საუბარია ევროინტეგრაციაზე, ევროინტეგრაციის მთავარი წინაპირობაც არის ეკონომიკური ზრდა. თუ შენი ეკონომიკა დარჩება დაბალ დონეზე, არავინ განიხილავს ევროინტეგრაციას. თუ გაზრდი შენს ეკონომიკას, ამ შემთხვევაში, უკვე რეალური გახდება საუბრები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ 2030 წლისთვის ბევრად უფრო წინ ვიყოთ, ვიდრე ვართ თუნდაც დღეს და ასეთ პირობებში აბსოლუტურად რეალური იქნება საუბრები ევროინტეგრაციაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა