მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მე მიხარია და მეამაყება, რომ დღეს თქვენთან ერთად ავღნიშნავ ნოვრუზ ბაირამს, რომელიც არის განახლების და სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ იმ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით და თანამეგობრობით, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, აზერბაიჯანელებსა და ქართველებს – ეს არის, ნამდვილად საამაყო ურთიერთობა, საამაყო მეგობრობაა. მრავალი წლის მანძილზე, ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს და ეს ისტორია გრძელდება დღესაც – ეს არის ის ტრადიცია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალ თაობებს.
