„ჩვენ ერთად ვდგავართ, ერთად და სამუდამოდ“ – ზელენსკი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.
ზელენსკის ცნობით, პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს, რაც საქართველოსა და უკრაინის წინაშე დგას.
ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „X“- წერს.
“განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებობს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია რუსული საჰაერო ტერორის შესახებ უკრაინის ენერგო სექტორის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ენერგო წარმოების აღსადგენად.
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მის მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და უკრაინის მშვიდობის სამიტზე მონაწილეობის გამო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ერთად ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა და საქართველო ევროკავშირის წევრები იქნებიან — ერთად და სამუდამოდ”, — წერს პრეზიდენტი ზელენსკი.
During the Global Peace Summit, I met with Georgia's President @Zourabichvili_S. We discussed bilateral cooperation and security challenges facing our countries. I informed President Zourabichvili about Russian air terror against Ukraine's energy sector. Our country is making… pic.twitter.com/oieIvVDvVY — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 15, 2024
პრეზიდენტების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი , უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო.
ზურაბიშვილმა ზელენსკის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახალ, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ამ გზაზე უკრაინასა და მოლდოვას საქართველოც შეუერთდება.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ცნობით, მან შეხვედრაზე ტყვედ ჩავარდნილი ქართველის, მამუკა გაწერელიას, საკითხიც დააყენა.

ასევე დაგაინტერესებთ