“ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში” – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ქარ­თვე­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასს, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ფასს, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ფასს.
მისი თქმით, უკ­რა­ი­ნას ექ­ნე­ბა მშვი­დო­ბა და “ჩვენ ერ­თად გვექ­ნე­ბა სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­ში“.
“ძვირ­ფა­სო ვო­ლო­დი­მირ, ძვირ­ფა­სო პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი, ძვირ­ფა­სო უკ­რა­ი­ნე­ლო მე­გობ­რე­ბო,
თქვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შემ­დეგ, ეს უკვე მე­სა­მედ, გულ­წრფე­ლად გიგ­ზავ­ნით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­ლოც­ვებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი და თქვენ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასს, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ფასს, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ფასს. ბოლო წლებ­ში თქვენ მსოფ­ლი­ოს და­უმ­ტკი­ცეთ რას ნიშ­ნავს და­იც­ვა სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რია, და­იც­ვა შენი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი.
თქვენ მო­ა­ხერ­ხეთ გა­გე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნათ მთე­ლი ევ­რო­პა თქვენს გვერ­დით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენ არა მხო­ლოდ აჩ­ვე­ნებთ, რომ ვე­რა­ვინ მო­ი­პო­ვებს უკ­რა­ი­ნას ომის გზით, არა­მედ აჩ­ვე­ნებთ, რომ ვე­რა­ვინ მო­ი­პო­ვებს უკ­რა­ი­ნას მშვი­დო­ბის გზი­თაც.
თქვენ გექ­ნე­ბათ მშვი­დო­ბა, თქვენ გაქვთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, ჩვენ ერ­თად გვექ­ნე­ბა სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­ში, ამა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მინ­და, კი­დევ ერთხელ, მო­გი­ლო­ცოთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე!“, -აცხა­დებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.