ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია – ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს წარმატებას ულოცავს.
“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს დღეც დამდგარიყო, ღირსებით, სიამაყით, შემართებით, სიმართლით საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. მე არ მეგულება ქართველი, რომელსაც დღეს ეს შედეგი, მიღწევა, წარმატება რომ არ უხაროდეს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს