ჩვენ გვინდა ცარიელი გალიები და არა ცარიელი დაპირებები – 1,4 მილიონი ადამიანი ხელს აწერს პეტიციას, რომლითაც ევროკომისიას სთხოვენ, აკრძალოს ფერმებში ცხოველების გალიებში გამოკეტვა

“დასრულდეს გალიების ხანა” – 1,4 მილიონი ადამიანი ხელს აწერს პეტიციას, რომლითაც ევროკომისიას სთხოვენ, აკრძალოს ფერმებში ცხოველების გალიებში გამოკეტვა.
კამპანიის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ ევროკომისია აგვიანებს დაპირების შესრულებას და არ აქვეყნებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებას. “ეს არის ჩვენი დემოკრატიული უფლებებისა და ფერმის ცხოველების საშინელი ღალატი“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.
კამპანიის მოქალაქეთა კომიტეტი წერილობით მიმართავს ევროკომისიას, დროულად გამოაქვეყნოს კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფერმების ცხოველების გალიებში გამოკეტვის აკრძალვა. “მათ მხოლოდ რამდენიმე კვირა რჩებათ პასუხის გასაცემად”, – აღნიშნულია კამპანიის ვებგვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს