ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს ს მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ

ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს ს მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ტაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი კონფიგურაციით, „ქართული ოცნება“ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
„ჩვენ ველოდებით უფრო მაღალ პროცენტს, ვიდრე გვქონდა წინა არჩევნებზე. მაშინ ქვეყანაში ავიღეთ 54,5% და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობით მინიმუმ 2%-ით მეტის აღება შეგვიძლია. თუმცა დაიწყება საარჩევნო კამპანია და კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი შედეგის გაზრდა. ეს კონფიგურაციაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს კონფიგურაციას ვერავითარ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგებში. ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. 64-ვე მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი კონფიგურაციით, მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთო რეიტინგიც იძლევა ამის თქმის საშუალებას”, – განაცხადა პრემიერმა.
Next: გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, სამარცხვინოა, უნდა აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე, პოლიციის დაკნინების უფლებას ვერავის მივცემთ

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ

საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან, რეალური ბრძოლა “დიპ სტეიტთან” არ დგას, უფრო მეტიც – ტრამპი დღემდე ასრულებს ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის, “დიპ სტეიტის” დავალებებს

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი