ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული – პრემიერი ფეხბურთელებზე

“ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა გაიმართა.
„ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რაც შეეხება მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დაპირებას, რომ ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ