„ჩვენ ბევრნი ვართ და გვახსოვს ალექსეი ნავალნის სიტყვები” – ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

რუსეთში ოპოზიციონერი პილოტიკოსის, ს პატიმრობაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბათუმში აქცია დაიგეგმა. სამ საათში ს ბულვარში, ანბანის კოშკთან მრავალრიცხოვანი აქცია დაიწყო. ორგანიზატორი იყო დიასპორული ორგანიზაცია „რუსები ბათუმში“. ისინი გაკვირვებულები იყვნენ აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობის გამო: „ჩვენ არ ველოდით ამდენ თანამოაზრეს ბათუმში. აქცია სოციალურ ქსელში ჩვენს ჯგუფში სპონტანურად დაიგეგმა 16:00 საათზე. სამ საათში კი რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ჩვენ უნდა დავანახოთ პუტინს და მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ მარტო. ჩვენ ბევრნი ვართ და გვახსოვს ალექსეი ნავალნის სიტყვები – არ დანებდეთ! ჩვენ არ დავნებდებით“.
აქციაზე ტრანსპარანტებად გამოფინეს გარდაცვლილი პოლიტიკოსის ფოტოები და მისი ცნობილი მოწოდებები, აანთეს სანთლები.
სიტყვით გამოვიდნენ ბათუმში მცხოვრები ს მოქალაქეები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო რუსეთში მოსალოდნელ რეპრესიებს საქართველოში გამოექცნენ.
„მე არინა ვარ, 20 წლის ვიყავი, როცა ჩემი ქვეყნის მთავარ ქუჩაზე პირველად გავედი აქციაზე, იმის გასაპროტესტებლად, რომ პუტინის რეჟიმმა ალექსეი ნავალნი დააპატიმრა. დღეს ჩვენ აქციაზე ვართ საქართველოში, იმიტომ რომ პუტინის რეჟიმმა მოკლა ნავალნი. ჩვენ დღეს განვიცდით დიდ ტკივილს, სიცარიელეს და იმედგაცრუებას. მაგრამ გვახსოვდეს, რომ ალექსეი ნავალნის ჰქონდა რწმენა, თავისი, ჩვენი, თავისი ქვეყნის და ხალხის. მე მინდა რომ ჩვენ ეს რწმენა არ დავკარგოთ. უნდა დავუმტკიცოთ პუტინის ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვართ მონები! რუსეთი იქნება თავისუფალი“, – თქვა არინამ.
ნავალნის სიკვდილის ამბის გავრცელების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს თბილისშიც.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ