ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ –

ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში.
მთავრობის მეთაურის თქმით, კომუნიკაციისთვის ორი სპეციფიკური ხაზია.
„ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას. თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, სიყრმის მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი სამების ტაძარში არ ყოფილიყო – პარტიულ დაკრძალვად აქციეს ამხელა მოვლენა, რაც „ქართული ოცნების“ გაჭირვებაზე მიანიშნებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე – აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა – ყალბ ამბებს იყენებენ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი