ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და განვითარების დონე ადასტურებს, რომ ადამიანი, მისი უსაფრთხოება, საკუთრება, უფლებები ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთაა დაცული

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და განვითარების დონე ადასტურებს, რომ ადამიანი, მისი უსაფრთხოება, საკუთრება, უფლებები ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთაა დაცული
ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და განვითარების დონე ადასტურებს, რომ ადამიანი, მისი უსაფრთხოება, საკუთრება, უფლებები ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთაა დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში გვყავს ისეთი ოპოზიცია და ლობისტები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და ფულსაც კი იხდიან იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე შელახონ.
„ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები და სწორედ ამას ასახავს ეს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში გვყავს ისეთი ოპოზიცია და ლობისტები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ფულსაც კი იხდიან იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე შელახონ, მაგრამ ეს კვლევები მუდმივად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს რეალური პროგრესი და საქართველო დღეს ნამდვილად არის უფრო თანამედროვე, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო. ის, რომ ადამიანი, მისი უსაფრთხოება, საკუთრება, ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთაა დაცული, ამას ბევრი რამ ადასტურებს, არა მხოლოდ კვლევები, არამედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და განვითარების დონე“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა