სომხეთის ხელისუფლება 2026 წელს ქვეყანაში მოსალოდნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხელახლა არჩევის შემთხვევაში ჩაატარებს საერთოეროვნულ რეფერენდუმს ახალი კონსტიტუციის მისაღებად.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„დემოკრატიის სფეროში ჩვენი მიღწევები უფრო ინსტიტუციური და სახალხოდ სასარგებლოდ რომ გავხადოთ, უახლოეს მომავალში შემდეგი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ: 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის მანდატის კიდევ ერთხელ მიღების შემდეგ დავიწყებთ საერთოეროვნული რეფერენდუმის ორგანიზებას ახალი კონსტიტუციის მისაღებად, რის შედეგადაც ხელისუფლების ყველა შტო და ქვეყანაში დამკვიდრებული სამართლებრივი წესი ორგანულად დაუკავშირდება კონსტიტუციის შემქმნელს, ანუ ხალხს, რითაც სომხეთის სახელმწიფოებრიობა გახდება მუდმივი და ხალხზე ორიენტირებული“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
