ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება, ამ მიმართულებით სწრაფი ტემპით მივდივართ, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში

ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება, ამ მიმართულებით სწრაფი ტემპით მივდივართ, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში
ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
„11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მ.
Previous: ს და ზაზა ფაჩულიას წარვადგენთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში