ჩვენი საამაყო სპორტსმენები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამას აკეთებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც ორი წლის წინ შენგელია და კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს

ჩვენი საამაყო სპორტსმენები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამას აკეთებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც ორი წლის წინ შენგელია და კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს
მინდა, ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ, ამ ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და მოღალატეებად შერაცხეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთმა წევრმა მოღალატეებად შერაცხა საამაყო ადამიანები.
„შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები რას აკეთებდნენ მაშინ და ახლა. გახსოვთ თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მოღალატეებად შერაცხეს საამაყო ადამიანები. იგივე ადამიანები ახლა ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ და სხვა სპორტსმენებზეც. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ისინი იდგებიან ჩვენ გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მინდა, პატივისცემა გამოვხატო ჩვენი სპორსტსმენის მიმართ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ზუსტად ახასიათებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
Previous: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ სიბინძურეში გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, მთავრობა იქნება მათ გვერდით

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში