ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ – ხაზარაძე

ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გავზარდოთ – განაცხადა, პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მ საკუთარ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
“დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება. ჩვენ კი გვინდა, რომ ისეთი ხელისუფლება შევქმნათ, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება. ეს, პირველ რიგში ჩვენი პენსიონერების მიმართ დამოკიდებულებას ნიშნავს – იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება იშრომეს და დღეს სამარცხვინო პენსიას იღებენ, 400 ლარის ოდენობით. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს თანხა 1 000 ლარამდე გავზარდოთ. ამავე დროს, ყველა ის საჭირო ზომა გავატაროთ, რაც მათ ფასების ზრდისგან, ინფლაციისგან და უამრავი სხვა გამოწვევისგან დაიცავს, რომელიც პენსიონერების ყოველდღიურობას საფრთხესა და საშიშროებას უქმნის […] ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ ნომერ პირველ პრიორიტეტად ჩვენი პენსიონერების უზრუნველი და ღირსეული ცხოვრება დავისახოთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?