“ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება” – სამადაშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე

ლელოს წევრი, აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა წარადგინა, მხარს არ დაუჭერენ, რადგან ის ფორმა, რითაც ისაა წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის სახიფათოა.
“ეს ამნისტია წარმოდგენილი ფორმით არის სახიფათო საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გულისხმობს საზოგადოებისთვის სახიფათო ადამიანების ამნისტირებას და ასევე, პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია ჩვენ ბლანკეტური ამნისტია სამოხელეო დანაშაულის და ფაქტობრივად კორუფციის, იმ პირობებში, როდესაც ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კორუფცია.
ამიტომ, აღნიშნულის სახით წარმოდგენილ ამნისტიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რაც არის წარმოდგენილი, ამას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება”, – ამბობს სამადაშვილი.
***
ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. გირჩის ინფორმაციით, პროექტის თანაავტორები არიან, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპელი სოციალისტები, , ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე.
კანონპროექტის თანახმად:
· მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით
· ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – განახევრდეს
· ნარკოტიკულ და სამოხელეოზე – განახევრდეს
· უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეს საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით “მოწინავეა”, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი უფრო “რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა”.
“წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა. სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება და სამწუხაროდ ვერ მოხდა მისი სანდო ინსტიტუციად ქცევა”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამჟამად ოპოზიციაში კანონპროექტის მხარდაჭერისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს. გირჩის ლიდერი, ამბობს, რომ აღნიშნული ამნისტია ყველა მუხლს და ყველა პატიმარს შეეხება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს.
ც ერთ-ერთი პატიმარია. ის არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, ეს ამნისტია შეეხება უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანებსაც, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. ამ ამნისტია არ ვაკეთებ მიხეილ სააკაშვილის გამო, მე ყოველ შემთხვევაში. ამ ამნისტიას ვაკეთებ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ციხე დატოვოს ფაქტობრივად ნახევარმა ადამიანმა, ვინც ციხეში ზის”, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.
პოლიტიკურ ჯგუფ საქართველოსთვის წევრს, ალექსანდრე მოწერელიას დაუშვებლად მიაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს ამნისტიის კანონპროექტით პასუხისმგებლობა მოეხსნათ:
“თუ გადავხედავთ ისტორიას და დღევანდელი დღით შევაფასებთ, ჩვენთვის მიუღებელია სამოხელეო დანაშაულებზე დათმობებზე წასვლა”.
პარლამენტი თავმჯდომარე კი პირდაპირ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამნისტირება უნდა “დაივიწყონ”:
“მან საქართველოში შექმნა ადამიანის წამების, ღირსების შელახვის სისტემა. ჩვენი ვალია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე, რომ მან სრულად მოიხადოს სასჯელი”.