ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება “რუსული ოცნება” საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული ს „მოთხოვნებს“

ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება “რუსული ოცნება” საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული ს „მოთხოვნებს“
ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის“ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება „რუსული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“: დღემდე არაა გათავისუფლებული არც ერთი „პოლიტპატიმარი“ და არაა გამოცხადებული “ვადამდელი ს” ჩატარების თარიღი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, აღარც -ის საელჩო ავრცელებს თავის “მოკლემეტრაჟიან” ქარდებს, ტექსტებით: “რა ვერ გაიგეთ?” ან “დიდხანს გელოდოთ?” და ა.შ., რაც ოპოზიციისთვის კარგის მაჩვენებელი არაა.
„ჩვენი საპირისპირო ვერსია, რომ მაკა ბოჭორიშვილთან ქალბატონი ელჩი უკვე “გაროზგილი” მივიდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ – “მშვიდობის” დამყარების გზაზე “სამართლის” მაძიებელ ბანაკში აღარც განიხილება. არც საელჩოდან გვაწევენ თავის “მოკლემეტრაჟიან” ქარდებს, ტექსტებით: “რა ვერ გაიგეთ?” ან “დიდხანს გელოდოთ?” და ა.შ.
როდესაც ვეცნობით ნაც-სექტის პოლიტიკური “სურდო-თარგმანის” სპეციალისტებს, მათი “ნათელმხილველების” ფსიქიატრიულ დასკვნებს და “სხეულის ენის” პირიქითა წამკითხველებს, დროთა განმავლობაში იმის ახსნაც მიაყოლონ ხოლმე, რატომ არ შედგა, არ განხორციელდა, რამ შეუშალა ხელი… საზოგადოება “ნერვიულობს”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი