“ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება, პოზიციების დაკავება და მტრის განადგურება”, – ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას, რადგან უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავი ახლოვდება.
“ჩვენი მიზნები იგივე რჩება: პოზიციების დაკავება… მტრის დათრგუნვა მაქსიმალური მსხვერპლის მიყენებით”, – თქვა სირსკიმ.
გარდა ამისა, სირსკის თქმით, უკრაინას არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა თავდასხმების საჭირო დონის შესანარჩუნებლად და მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, მეტი გააკეთონ მათთვის.